SMHJBGwef,.Asdnhv,.aJSDVHA.jkdvh
კახური პოლიტ ელიტა
სანამ მამალი იყივლებს
...იყო და არა იყო რა...
მოვიდა და...
მან, მზისდარმა და ყოვლისშემძლემ ოთხწლიანი პროგრამა „ჩამოაყალიბა“...
გველი რთული იქნებაო, ცხენი უკეთესიო, თხა უკვე კარგი იქნება და მაიმუნი კი საუკეთესოო...
მამალზე არაფერი უთქვამს დიადს... L
დადარდიანდა მთელი კანტორა...
ვის დავუჯეროთ, მამამზე როდესაც სდუმს?
ბიჭებო, თქვენზე დარდი არ მასვენებს და ჰოროსკოპი გადავშალე...
მამლის ყივილამდე უნდა მოგამზადოთ, მერე გვიანი რომ არ იყოს...
კახეთის პოლიტელიტას გესაუბრებით, ჩვენს ლურჯჩოხოსნებს, ჩვენს იუპიტერებს...
ჩვენს ვეფხვებს, ხარებს, თხებს, ძაღლებს, ღორებს, კურდღლებს, ვირთხებს და მამლებს...
ვიცი, მავანი და მავანი დაინტერესდება ვინ რომელია და მეც ვიწყებ...
ყვარლის გამგებელ ილია მზექალაშვილს და გურჯაანის გამგებელ გივი გერგიძეს რომ თავი ქუდში აქვთ 2017 წელს, დარწმუნებული ვარ თავად მათ ეს უკვე ეცოდინებათ... მამალი ბიჭები არიან და მამლის წელი მათია... იყივლეთ და იარეთ გაბღენძილებმა, მაგრამ დეზები ხანდახან მაინც გაილესეთ, ეშმაკს არ სძინავს...
ცოტა ხლაფორთები ელის თელავის გამგებელ გველ ალიკა შათირიშვილს... მამალი მას ცოტა ეჭვის თვალით უყურებს და გამოცდებსაც უწყობს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ ბიჭო ალექს, მამალი მაინც ფრინველია და არ უნდა შეშინდე...
ბარემ თელავში ვართ და ქალაქის მერს, თხა პლატონ კალმახელიძესაც გავაფრთხილებ და ვეტყვი, რომ საუკეთესო წელი არ ექნება და ცოტა მეტი სიფრთხილე თუ არ გამოიჩინა, შეიძლება მამალი ჩუმად მიეპაროს ჩაუნისკარტოს. ასი თვალი და ასი ყური ჩემო პლატონ!
ეხლა ღორებზე გადავდივარ... ხუთნი ხართ ბიჭებო და ღმერთმა გამრავლოთ...
კახეთში სამი დეპუტატი და ორი გამგებელი ღორი გვყავს - დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი.
რადგანაც ღორებისთვის უცხოა ცნება მუშაობა, ცეცხლოვანი მამალი კი ყველაფერს ხედავს, ის ცდილობს ღორის დახმარებას, მაგრამ ღორი ამას ხშირად ვერ ხედავს და ნეგატიურ ემოციებზე ხარჯავს დროს და ენერგიას. ეს კი მისთვისვეა ცუდი... მე გაგაფრთხილეთ და ეხლა თქვენ იცით...
ახმეტის გამგებლი ბექა ბაიდაური ხარია და ამ ხარბიჭას მამალი კარგი თვალით უყურებს. გამოფხიზლდი, თავი ზემოთ აწიე და ხარბიჭა კი არა, ვარსკვლავბიჭუნა გახდებიო - ყივის მამალი და თან აფრთხილებს, ყველას მაინც ნუ ენდობი, ზოგი შტერია და რამე სისულელე არ ჩაგადენინოსო...
კურდღლებიც გვყავს კახეთში და ეს კურდღლები ლაგოდეხის გამგებელი კარლო ჯამბურია და საგარეჯოს გამგებელი გიორგი გზირიშვილი არიან.
არც კარლოს და გიორგის ელით მაინცდამაინც იღბლიანი წელი, მაგრამ გადახტით, გადმოხტით და სკუპ-სკუპით როგორმე გადააგორეთ ეს წელი, სხვა ვერაფერი გიშველით... დაბრკოლებებსაც კარგად გადაახტებით თუ ყურებს არ ჩამოყრით და იყოჩაღებთ...
არ გეგონოთ ამხელა კახეთი უძაღლოდ დავრჩით, ახმეტა-თელავის დეპუტატი გვყავს ძაღლი - გელა სამხარაული...
ისეთი წელი გაქვს ჩემო გელა, რომ იმედით უნდა იცოცხლო. იმედი არ დაკარგო, რომ ერთ დღესაც გათენდება და შენთვისაც დაიყივლებს ცეცხლოვანი მამალი. იმედი არ დაკარგო მეთქი ამომრჩეველთა იმედო...
ჩვენი ვეფხვების ჯერიც მოვიდააა... სამნი არიან კახეთის ვეფხვები - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და დეპუტატი რომან მუჩიაშვილი.
ვეფხვებო, მამალი ყივის, რომ დინებას მიყევითო, არ გინდათ კბილების ღრჭენა და ბრჭყალების ლესვაო, არ იღრიალოთ თქვენებურად და ეცადეთ ზედმეტად არ იაქტიუროთ, თორემ მერე ქვითინი გვიანი არ იყოსო... მამალი გაფრთხილებთ, რომ ვეფხვები კი ხართ, მაგრამ კატებივით იკრუტუნეთო და თქვენიც რაღა მიდის, იკრუტუნეთ და დაისვენეთ, ნადირობის დროც მოვა...
ჩემო ვეფხვებო, ხარებო, თხებო, ძაღლებო, ღორებო, კურდღლებო, ვირთხებო და მამლებო, ჩემო ზევსებო და იუპიტერებო, მამალი ვინ არის, რომ მის ჭკუაზე იაროთ, მაგრამ რას იზამთ, ასეთია ცხოვრება, ძალაუფლება ვის ხელშიც არის, მას უნდა ემსახუროთ, დაემორჩილოთ და თავი უქნიოთ... უნდა ადიდოთ და აქოთ... ერთი წელი როგორმე უნდა გადააგოროთ და მერე სხვა რომ მოვა, ახლა იმას უნდა დაემორჩილოთ... არ დაემორჩილებით და...
P.S. კინაღამ დამავიწყდა - მთავარია მზეზე მაღალი რას იტყვის და მამლისთვის თავის წაწყვეტას რაღა უნდა...
ავტორი: ზევსის ქურუმი
სანამ მამალი იყივლებს...
...იყო და არა იყო
რა...
მოვიდა და...
მან, მზისდარმა
და ყოვლისშემძლემ ოთხწლიანი პროგრამა „ჩამოაყალიბა“...
გველი რთული იქნებაო,
ცხენი უკეთესიო, თხა უკვე კარგი იქნება და მაიმუნი კი საუკეთესოო...
მამალზე არაფერი
უთქვამს დიადს... L
დადარდიანდა მთელი
კანტორა...
ვის დავუჯეროთ,
მამამზე როდესაც სდუმს?
ბიჭებო, თქვენზე
დარდი არ მასვენებს და ჰოროსკოპი გადავშალე...
მამლის ყივილამდე
უნდა მოგამზადოთ, მერე გვიანი რომ არ იყოს...
კახეთის პოლიტელიტას
გესაუბრებით, ჩვენს ლურჯჩოხოსნებს, ჩვენს იუპიტერებს...
ჩვენს ვეფხვებს,
ხარებს, თხებს, ძაღლებს, ღორებს, კურდღლებს, ვირთხებს და მამლებს...
ვიცი, მავანი და
მავანი დაინტერესდება ვინ რომელია და მეც ვიწყებ...
ყვარლის გამგებელ
ილია მზექალაშვილს და გურჯაანის გამგებელ გივი გერგიძეს რომ თავი ქუდში აქვთ 2017 წელს,
დარწმუნებული ვარ თავად მათ ეს უკვე ეცოდინებათ... მამალი ბიჭები არიან და მამლის წელი
მათია... იყივლეთ და იარეთ გაბღენძილებმა, მაგრამ დეზები ხანდახან მაინც გაილესეთ,
ეშმაკს არ სძინავს...
ცოტა ხლაფორთები
ელის თელავის გამგებელ გველ ალიკა შათირიშვილს... მამალი მას ცოტა ეჭვის თვალით უყურებს
და გამოცდებსაც უწყობს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ ბიჭო ალექს, მამალი მაინც ფრინველია
და არ უნდა შეშინდე...
ბარემ თელავში ვართ
და ქალაქის მერს, თხა პლატონ კალმახელიძესაც გავაფრთხილებ და ვეტყვი, რომ საუკეთესო
წელი არ ექნება და ცოტა მეტი სიფრთხილე თუ არ გამოიჩინა, შეიძლება მამალი ჩუმად მიეპაროს
ჩაუნისკარტოს. ასი თვალი და ასი ყური ჩემო პლატონ!
ეხლა ღორებზე გადავდივარ...
ხუთნი ხართ ბიჭებო და ღმერთმა გამრავლოთ...
კახეთში სამი დეპუტატი და ორი გამგებელი ღორი გვყავს - დეპუტატი
ირაკლი შიოლაშვილი, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროს
გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი.
რადგანაც ღორებისთვის
უცხოა ცნება მუშაობა, ცეცხლოვანი მამალი კი ყველაფერს ხედავს, ის ცდილობს ღორის დახმარებას,
მაგრამ ღორი ამას ხშირად ვერ ხედავს და ნეგატიურ ემოციებზე ხარჯავს დროს და ენერგიას.
ეს კი მისთვისვეა ცუდი... მე გაგაფრთხილეთ და ეხლა თქვენ იცით...
ახმეტის გამგებლი
ბექა ბაიდაური ხარია და ამ ხარბიჭას მამალი კარგი თვალით უყურებს. გამოფხიზლდი, თავი
ზემოთ აწიე და ხარბიჭა კი არა, ვარსკვლავბიჭუნა გახდებიო - ყივის მამალი და თან აფრთხილებს,
ყველას მაინც ნუ ენდობი, ზოგი შტერია და რამე სისულელე არ ჩაგადენინოსო...
კურდღლებიც გვყავს
კახეთში და ეს კურდღლები ლაგოდეხის გამგებელი კარლო ჯამბურია და საგარეჯოს გამგებელი
გიორგი გზირიშვილი არიან.
არც კარლოს და
გიორგის ელით მაინცდამაინც იღბლიანი წელი, მაგრამ გადახტით, გადმოხტით და სკუპ-სკუპით
როგორმე გადააგორეთ ეს წელი, სხვა ვერაფერი გიშველით... დაბრკოლებებსაც კარგად გადაახტებით
თუ ყურებს არ ჩამოყრით და იყოჩაღებთ...
არ გეგონოთ ამხელა
კახეთი უძაღლოდ დავრჩით, ახმეტა-თელავის დეპუტატი გვყავს ძაღლი - გელა სამხარაული...
ისეთი წელი გაქვს
ჩემო გელა, რომ იმედით უნდა იცოცხლო. იმედი არ დაკარგო, რომ ერთ დღესაც გათენდება და
შენთვისაც დაიყივლებს ცეცხლოვანი მამალი. იმედი არ დაკარგო მეთქი ამომრჩეველთა იმედო...
ჩვენი ვეფხვების
ჯერიც მოვიდააა... სამნი არიან კახეთის ვეფხვები - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი,
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და დეპუტატი რომან მუჩიაშვილი.
ვეფხვებო, მამალი
ყივის, რომ დინებას მიყევითო, არ გინდათ კბილების ღრჭენა და ბრჭყალების ლესვაო, არ
იღრიალოთ თქვენებურად და ეცადეთ ზედმეტად არ იაქტიუროთ, თორემ მერე ქვითინი გვიანი
არ იყოსო... მამალი გაფრთხილებთ, რომ ვეფხვები
კი ხართ, მაგრამ კატებივით იკრუტუნეთო და თქვენიც რაღა მიდის, იკრუტუნეთ და დაისვენეთ,
ნადირობის დროც მოვა...
ჩემო ვეფხვებო, ხარებო, თხებო, ძაღლებო, ღორებო, კურდღლებო,
ვირთხებო და მამლებო, ჩემო ზევსებო და იუპიტერებო, მამალი ვინ არის, რომ მის ჭკუაზე
იაროთ, მაგრამ რას იზამთ, ასეთია ცხოვრება, ძალაუფლება ვის ხელშიც არის, მას უნდა ემსახუროთ,
დაემორჩილოთ და თავი უქნიოთ... უნდა ადიდოთ და აქოთ... ერთი წელი როგორმე უნდა გადააგოროთ
და მერე სხვა რომ მოვა, ახლა იმას უნდა დაემორჩილოთ... არ დაემორჩილებით და...
Subscribe to:
Comments (Atom)

